პროექტის სახელწოდება -,,წამება წმიდისა და ნეტარისა
ჰაბოისი,,
პროექტის თემა - ღვაწლი იოანესი და წამება აბოსი. მოსწავლეებს
შეუძლიათ სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება
მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. ახასიათებენ
ნაწარმოებში აღწერილ დროს,
ადგილს, ტექსტიდან შეუძლიათ ამოარჩიონ დეტალები, რომლებშიც ყველაზე მკაფიოდ
აისახება ესა თუ ის ეპოქა.
პროექტის აქტუალობა - მოსწავლეები გაეცნობიან კონკრეტული ეპოქის ისტორიულ მახასიათებლებს და შეეცდებიან შეაფასონ
არა მხოლოდ იმ დროისათვის დამახასიათებელი
ღირებულებებითა და ფასეულობებით, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც.
პროექტის მიზნები - გაიხსენონ, თუ
რა იციან ნაწარმოების ავტორის -იოანე საბანისძის შესახებ. ისტორიიდან გაიხსენონ არაბთა
ბატონობის დრო,
ქართველთა დიდი განსაცდელის ჟამი. ისაუბრებენ სამოელ ქართლის კათალიკოსის
შესახებ. სწორედ
მისი და ავტორის მიმოწერა აქვს წამძღვარებული ნაწარმოებს. არგუმენტებით
დაასაბუთებენ,
თუ როდის აწამეს აბო (786 წ. 6 იანვარს) და როდის დაიწერა ,,აბოს წამება,,
(786-790) წლებში. მოსწავლეები განიმტკიცებენ ინფორმაციის მოძიების უნარს
ინტერნეტის გამოყენებით,
ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს ტექსტში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი-15-16 წელი.
ვადების/ხანგრძლივობა-3-4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან
VII-VII საუკუნის მდგომარეობას საქართველოში, იმსჯელებენ
პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ მდგომარეობაზე. მოემზადებიან ელექტრონული პრეზენტაციისათვის,გამოაფენენ
საჭირო სურათებს, საქართველოს რუკას და სხვა.
პროექტისთვის საჭირო რესურსები - X კლასის ქართული
ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო (გიგინეიშვილი
- როდონაია), საქართველოს
ისტორიის სახელმძღვანელო,
ფურცლები, მარკერი, დაფა და სხვა.
ტექნიკური რესურსი- კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა - მასწავლებელი საუბრობს საპრეზენტაციო
თემაზე და კლასს ყოფს ჯგუფებად.
პირველი ჯგუფი - ავტორის როლი, თემასთან
დაკავშირებული პრობლემების დასახელება და ანალიზი.
მეორე ჯგუფი - ღია
და დახურული კითხვების შედგენა (ცოდნა, გაგება, ანალიზი, შეფასება).
მესამე ჯგუფი-თავისუფალი თხზულების, ესეს დაწერა.
შეიქმნება ელექტრონული პრეზენტაცია, რომელიც პროექტის
პრეზენტაციისას გამოიყენება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული.
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი
კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია ზეპირი
კომუნიკა-ციის სტრატეგიების
ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. X.
9. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X.
13. მოსწავლეს შეუძლია
სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ვერა ჩანტლაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: verachantladze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: verachantladze.blogspot.com
No comments:
Post a Comment